შუალედი - დან - მდე
 
 


ტალღებთან შებმა


[ციკლიდან „ეპოქა“]

შენ მიატოვე მონობისაგან
გაკვალული გზა და გზა ნაცადი.
ახალ ბრძოლებში კი გამარჯვება
შენი ხვედრია, იარე, წადი!
ო, არ გატყდება არსად ეგ ნავი,
შენ შეგიძლია ტალღებთან შებმა,
არ დაივიწყო, რომ მოგაწყევლეს
და სხვა სიტყვები გისაგზლეს სხვებმა.

[1928]