შუალედი - დან - მდე
 
 


* * * დაე, შეებას მკაცრად ჯარი ჯარს...


[ციკლიდან „ეპოქა“]

დაე, შეებას მკაცრად ჯარი ჯარს,
ვიცი, განანოთ ქცევა უცვლელი,
სულყველამ იცის, რა გვირჩევნია,
თბილი საწოლი თუ ბრძოლის ველი.
ულტიმატუმი? ძალიან კარგი!
უნდა დაინგრეს სამყარო ძველი!
შენ იმუქრები თბილ საწოლიდან,
სად საწოლი და სად ბრძოლის ველი?

[1928]