შრომის გვირგვინით
[ციკლიდან „ეპოქა“]
მნათობი დადის ჩირაღდნით ხელში,
თავზე დაადგა ჩვენს საქართველოს,
მისი დიდიხნით დაჭრილი გული
რომ გაიგონოს და გაამრთელოს.
ჩანგის სიმებო! იჟღერეთ მარად
სპეტაკ ახალის აღმადგენ ჟინით,
მიმოიფინოს ჩვენი ქვეყანა,
უბრწყინვალესი შრომის გვირგვინით.
[1928]