* * * მიდიან, თუმცა ძალუძთ ისევე...
[ციკლიდან „ეპოქა“]
მიდიან, თუმცა ძალუძთ ისევე
გაგვამხნეონ და აგვიძრან ძალა.
მიდიან, რომელთ სული არა აქვთ,
ძალი და ღონე გამოეცალა.
მოდიან, ვისაც სიცოცხლე გვინდა,
აქ მრავალთათვის იქნეს მალამო.
მოდიან, მოაქვთ ახალგაზრდობა
და სიხარული სამარადჟამო.
[1928]