შუალედი - დან - მდე
 
 


მცხეთამდე


თვალწინ იშლება მუქ ხავერდის მთების ზონარი,
როგორც ადგილი ძველი წარღვნით გადასერილი,
სახეზე ვარდად დაფენია ნაბატონარი.
აგერა მტკვარი - სევდიან მზით გადაფერილი.

მის ნაპირებზე ვესალმები მშვენიერ ბაღებს,
ქალი თავისი ბავშვით მოსჩანს, როგორც წერტილი,
კიბეებივით მიდის მტკვარი და კარებს აღებს,
სადაც ტრიალი მინდვრებია გადაფერდილი.

[1927 წლამდე]