შუალედი - დან - მდე
 
 


გაჰქრენ ზაფხულის დღენი


წარბგადახრილი მიდის
შემოდგომისა ჩრდილი.
ზიდავს გამხდარი ცხენი
ყვავილებიან ურემს.
ცისას იგონებს რიდეს
ის, როსინანტად ზრდილი,
გაჰქრენ ზაფხულის დღენი,
ქარი ყვავილებს ურევს.
ამ დღეს ზამბახებს ყიდდა
თიბათვესავით ნაზი,
ის პოეზიად ხდიდა
ჩვენი დღეების პროზას.
მზე ლაჟვარდებში სწუხდა,
შუქს გავლებოდა ხაზი,
ბაღში მუსიკა ქუხდა
„Anganti amoroso“-ს.

[1925]