შუალედი - დან - მდე
 
 


რკინის ანგელოზი


სმენა, გაგონება!
რკინის ანგელოზი,
სადაც ტრანშეების
ლაბირინტებია,
მძლავრი შთაგონება
მიკელ-ანჯელოსი
სისხლის მდინარეებს
გადარინდებია.

სმენა, გაგონება!
რკინის ნიობეამ
ომის ბრჭყალებიდან
დასძრა მონბლანები,
რაა დაღონება?
კაცობრიობაში
ჰოსპიტალებიდან,
ჰაეროპლანები.

[1924]