შუალედი - დან - მდე
 
 


ქარი მღერის თავისუფალ ხეტიალს


მე გავიარე იდუმალი სამოთხის ახლო,
თავს დამცქეროდა ღამის ტატნობი,
გზა იყო ცვარით გადანადნობი,
სული უბინო და უმოსახლო.

ფიქრების გამო სხვისა და სხვისა
ქვეყნების ახალს ვუცქერდი ტრიალს,
მოქროდა ქარი მიწის და ზღვისა
და თავისუფალს მღერდა ხეტიალს.

[1924 წელი]