შუალედი - დან - მდე
 
 


მხოლოდ გული...


მხოლოდ გული, ოჰ, გული!
ახსოვს დიდი ხანია,
რომ აქ დღეა ორგული
და იქ ალაზანია.
მხოლოდ გრძნობა, ოჰ, გრძნობა.
მოგონება შორისა -
ოცდაორი აგვისტო
ცხრაას-ოცდაორისა!

1922