შუალედი - დან - მდე
 
 


სერგეი ესენინი


იყო ტფილისში პოეტი სერგეი ესენინი,
თვალები ჰქონდა ნაღვლიანი და დასენილი.
როდესაც გზაზე შეხვდებოდა პოეტთა რიგი,
ვედრებითა და დაფიქრებით ამბობდა იგი:
„გამიგონია მე სახელი გალაკტიონის,
მინდა ვიცნობდე პოეტთა მეფე დიონისეს“.

იყო ტფილისში გალაკტიონ ტაბიძე...
მას გული ჰქონდა უსათუოდ ძლიერ მოკლული,
როდესაც გზაზე შეხვდებოდა პოეტთა რიგი,
ის ღვინით ხელში, იძახოდა აშფოთებული
ესენინისას...

[1920-იანი წლები]