შუალედი - დან - მდე
 
 


დროშა შრომისა


ვიშრომოთ, ძმებო, ვიშრომოთ, დღეები მიდის დას-დასი,
შრომაში უნდა გავიდეს ყოველი წუთი ძვირფასი.
შრომაში არის სიმართლე, ტკბილი ნეკტარი იქ ვპოვოთ,
სხვა ყველა ამოებაა, სხვა ყველა გამოვიგლოვოთ.
სხვა ყველაფერი გაჰქრება, როგორც ბურუსი რღვეული,
შრომაა სულყველაფერი, შრომაა განძი რჩეული!
შრომაა ჩვენი სიცოცხლე, მუდამ მჩქეფი და ახალი,
ვერვისგან დაუმონები, ძვირფასი, თავისუფალი.
ვიშრომოთ, ძმებო, ვიშრომოთ. ოფლი ნაკადათ ჩქრიალებს,
მოვა დრო, დროშა შრომისა მსოფლიოს გადიფრიალებს.

1920-იანი წლები