შუალედი - დან - მდე
 
 


წიწამურში რომ მოჰკლეს ილია


წიწამურში რომ მოჰკლეს ილია,
მაშინ ეპოქა გათავდა დიდი,
ძველი სიმღერა და იდილია.
ფანტასტიური გამოჩნდა ხიდი.
მოჰქონდათ წინათ პასტორალები,
ბაღთა მნათობით გადამთოვრება,
როგორ ოხრავდნენ მათზე ქალები,
რა მშვიდი იყო მათი ცხოვრება.
დრო იყო: ომით აუსახველი.
დღეებს იმედი ესაკიდება.
რა მძლავრად ქუხდა მათი სახელი,
რა დიდი იყო მათი დიდება.
დადგა ცხრაას რვა, ახალი ლანდი.
ჩემთვის სიზმრებში უცნობია ჯერ
ახალი წვიმა, ქარი, დალანდი
და მთელი ხანა წიგნის: „Crâne aux fleurs“.

1920 წლის 1 თებერვალი