შუალედი - დან - მდე
 
 


ხელები


საყვარელ ხელებს შეშლილივით დავეწაფები,
ბროლის თითები, მზისგან სავსე ალისფერ ღვინით,
მე დამათრობენ:
გავეგები,
გავენაბები!
პოემას უვრცესს
დაერქმევა:
ალვა და სურო.
იქ შორეული მხარეები
უნდა გამეფდეს!
ოჰ!
ეს იქნება აღტაცება ჩემი ნამდვილი,
რომელიც დათვლის შენს თითებზე
დამსხვრეულ ბეჭდებს.

1919 წლის ივნისამდე