შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ჩვენ ავაშენეთ მაღალი...


ჩვენ ავაშენეთ მაღალი კოშკი
და დავასახლეთ მასში ლანდები,
მაგრამ გამოჩნდა ქიმერა ოშკის
და მოიტაცა ანდამატები.
დავიღუპებით? ეს სულ ერთია,
სიცოცხლეს არ ვთვლით ჯერეთ შემდგარად,
ვის შეუძლია გვითხრას - ბრძოლაში
იგი სიცოცხლე დასწვა ჩვენგვარად?

1916