შუალედი - დან - მდე
 
 


* * * დღეს მაისი ფერში...


დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია,
თუ დრო არის, დროს ისევ შენ შეფერი.
და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია,
მე ტფილისი ავირჩიე ბებერი.

მაგრამ ქრისტეს გოლგოთა ხვდა წილადა,
მე კი ჩვენი დამიფარავს მთაწმიდა.
მანდილი სჩანს ისევ იმ მანდილადა:
შხამსაც შევსვამ შენგან მოწვდილ სასმითა.

1916