შუალედი - დან - მდე
 
 


ჩვენ ვხვდებით ისევ


ჩვენ ვხვდებით ისევ - უცნობი მხრიდან,
შენ, მეგობარო, მომეცი ხელი;
ჩვენ მეგობრები ვართ დიდი ხნიდან,
ჩვენ მეგობრები ვართ განუყრელი.

დგეხარ და უცდი, ვიცი, ვის ელი,
ახ, მეგობარო... ლოდინი ლოდის.
ჩვენ მეგობრები ვართ განუყრელი.
და ჰა, მესამეც... შეხედე, მოდის.

1915