შუალედი - დან - მდე
 
 


როგორც სინათლე მოხეტიალე


როგორც სინათლე მოხეტიალე,
გადივლის თვალწინ ოცნებათ გუნდი,
მოჩვენებებში და სიზმარცხადში
ჩაახვევს ფიქრებს ღამის ბინდბუნდი.
ამ ბინდბუნდშიაც ნაზ ფრთაშეხებით
სიცხადის შვილი, ტკბილ დღეთა კრება,
როგორც სინათლე მოხეტიალე,
ისე გადივლის, ისე გაქრება.

[1914 წლის ივნისამდე]