შუალედი - დან - მდე
 
 


სიჩუმეა


სიჩუმეა...
მხოლოდ წყნარად თუ ირხევა დაფნის ტოტი...
მხოლოდ ნაძვი თუ ირხევა, თორემ ისე სდუმს წალკოტი...
სიჩუმეა,
ჩუმად, მშვიდად მირონინებს მთების სიო ფრთების რხევით,
და კედრონის ნაკადული მას ბანს აძლევს ხმაშერევით.
ჩუ, ფეხის ხმა!
მოდის იგი, და მიწყნარდა ბაღ-ბუჩქნარი,
და ლოცულობს აღელვებით, და ოფლი სდის, როგორც ღვარი.
ჯვარცმის შემდეგ ის აღდგება, როგორც წრფელი ქადაგება,
ეს წამება უშედეგოდ არ ჩაივლის, არ გაჰქრება!
სიჩუმეა.
არემარეს მოსავს შავი სიხალისე,
მხოლოდ სიო თუ ირხევა, თორემ ისე... თორემ ისე
სიჩუმეა,
სიჩუმეა...

[1914]