შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ან დრო პატარაა..


ან დრო პატარაა..
და ფატი დიდია -
ეს ცხოვრება რაა:
სულ ბეწვზე ჰკიდია..
ან დრო პატარაა,
ან ფაკტი დიდია.

აჰა, გაზაფხულდა.
აჰყვავდა ვარდი, ია.
ვარდს სადაც კი წაიღებ,
ყველგან იგივ ვარდია.
მაგრამ სხვაა, მერწმუნე,
ყველგან - პატარა ია,
თუ მას მახლობლადა ჰყავს
მგზნებარე დიდი ია.