შუალედი - დან - მდე
 
 


აივანზე


პატარა ეზო, ლამაზი ოდა
და აივანზე სუფრა გაშლილი,
ტოლ-მეგობრებთან შეექცეოდა
გმირი ჭაბუკი ომგადახდილი.

ერთი საფერავს ასხამს ხელადით
და ეკითხება მეგობარს ტკბილად:
- მართლა პირადათ ნახე ბელადი?
დიდი პატივი გხვდომია წილად.
- მე ვერასოდეს ჩემს სიცოცხლეში
ვერ დავივიწყებ, ძმებო, იმ წუთებს.