შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მაგრამ დადგა დრო...


მაგრამ დადგა დრო, და იმ ტყვიას ირგუნებს ისევ
იგი ჯალათი, ვინც ამ ომში ძალათ ჩაგვაბა.
ქვეყნად ღალატი და გაყიდვა - ბევრი ყოფილა,
მაგრამ ამგვარი არასოდეს... დროშები ჩქარა!

აგერ სოფელი. „სთქვით, საშველი არის თუ არა?“
რომ იქნეს კიდეც.......................................................

ომით - საბრალოდ ნაცემი და ნაპარტახევი,
საცოდაობის მოთმინებით ვეღარ ამტანი,
........................................................... მრავალ
მილიონიან მასის ხმა ჰქუხს: დროშები ჩქარა!

მომსწრე მრავალი დამცირების, დღეების ბნელის,
ფაბრიკებისა და ქარხნების საყვირთა ხმაში
მე მომესმოდა მოძახილი: დროშები ჩქარა!
დამშეულთ რიგი.............................................