შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ჩემო ოლია!..


ჩემო ოლია! დღევანდელი დღე
ბაირონი და გვიჩიოლია.
ფარნაჯომის მთა, აჯამეთის ტყე,
აი რა დღეა, ჩემო ოლია.
დიასახლისო უძვირფასესო,
ჭინკები თანაც გამოგყოლია,
შენი: ცა - მზეა, მზე - დედამიწა,
გული - რკინაა, სული - ბროლია.

ოლიამ რადგან გადიკისკისა,
სახსოვრად ჰქონდეს კუდი ჭინკისა.

4 ოკტომბერი