შუალედი - დან - მდე
 
 


მიკელ-ანჯელო


ტიტანიური ანგელოსი
იყო ფანტაზია მიკელ-ანჯელოსი.
ღელვა შფოთიანი მარად იხმაურებს
კლდეთა სიმაღლესთან, სადაც მეზღვაურებს
უნდა დაენახათ მარად საროდისო
მძლავრი ქანდაკება ბუონაროტისა.
როგორ წყუროდა მას რამე უთეთრესი,
ვინემ მარმარილო,
რამე უფრო დიდი - ვინემ ქანდაკება,
უფრო ზეციური სულით,
ვინემ მთელი ვენეციის ლაჟვარდები.
სძულდა რაფაელი,
სძულდა ქვეყნიური გზა და მქუხარება,
მისი სული იყო: უღმრთო მწუხარება.