შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ჩემს სულში დაჰქრის ბრწყინვალება...


ჩემს სულში დაჰქრის ბრწყინვალება და ელვარება,
აუხდენელთა დღესასწაულთ ლურჯი ყინული,
მასში ხშირია ქაოსების ამქელვარება -

იქ სარკეების [ნელს] რკალებით გადარკინული
შრიალებს ფარჩა და ხავერდი და ამურები,
იქ ფერფლის ბინდში გახვეული თრთის ნაკვერცხალი.

დაფარფატებენ ლაჟვარდოვან ქარს ღამურები,
როგორც ტბის სარკეს ჭვარტლიანი სერავს მერცხალი,
როგორც რონინი საოცარი და მისტერია.

სული გაფრენილს ედარება ფერად მიმინოს:
დასტოვო მხარე, სადაც ყველა აილისტერია,
სილაჟვარდეში მიიბროლოს და მიიმინოს.