შუალედი - დან - მდე
 
 


ის, რაზედაც ჩუმად არიან


აქ მთავარია ის, რაზედაც ჩუმად არიან,
ის, და არა ის, რით ყურები მე გამიჭედეს.
რაც თვით არ სჯერათ, მე იმაში სურთ დამაჯერონ...
არა, მე მდგმური არ მსურს ვიყო ამ საგიჟეთის!

ჩვენ მხარე გვაქვსო უმაღლესი თავისუფლების,
გაიძახიან, თან ომისკენ მიიჩქარიან,
სტყუიან, რაზეც აქ ხმამაღლა გაიძახიან
და სიმართლეა ის, რაზედაც ჩუმად არიან!