შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ვნებავ, რისთვის მომალდი!..


ვნებავ, რისთვის მომალდი!
აღელვების ფიქალით,
ისევ ბევრი ხომალდი
იღუპება გრიგალით.

მაინც გულში შურია,
როგორც ავი ასული,
სული მოგზაურია
უდაბნოში წასული.

და ჯოჯოხეთს ედრების
კვნესა არ-შებრალების,
გადავარდნილ მხედრების
და დაღალულ თვალების.

წინაპარის ცრემლები
გულზე ხშირად გედინა,
გულმა ძველი ემბლემა
ლალით მოაჭედინა.