შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ოთახი. ღამე. შრიალის შიში...


ოთახი. ღამე. შრიალის შიში
და ყვავილების ელვარე სურა.
ბალიშს დანათის შუქი ფეტიში,
სარკეს დაეცა ლანდების სურო.

მოვიგერიოთ მკაცრი ისარი,
ფრთა შევუხვიოთ დაჭრილ მიმინოს,
რომ აღტაცება ნამაისარი
სხვანაირ მინით გადაიმინოს.

ახალ ღელვათა ზღვაში შეველი,
რაღაც მშვიდი ვარ, კარგი, კეთილი.
ო, საიდუმლო შეულეველი,
მაისი, გული კარ-ჩაკეტილი.