შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ორთქლმავალი - ლაღზე ლაღი...


ორთქლმავალი - ლაღზე ლაღი,
მიჰქრის თავზეხელაღებით...
ხვდება ვრცელი იალაღი,
კაკლებით და ვენახებით.

ასე სწრაფად და გიჟურად,
გაკრთა ჩემი გაზაფხული,
სიცოცხლეც არ დაიშურა
უჩვეულო, დაძაბული.

არ უგრძვნია ყინვა ბაგეს,
ისე დასცხრა გულის ტეხა,
გადასცილდა ლიანდაგებს,
და უფსკრულში გადიჩეხა!