შუალედი - დან - მდე
 
 


* * * საღამოთი, ნაცნობ შარით...


საღამოთი, ნაცნობ შარით,
შენ სახლისკენ გასწევ ნელა.
და შეკრთები ერთი წამით -
შენს ფანჯრებში ისევ ბნელა.

ყოველგვარი გაჰქრა ვადა...
არ ემჩნევა ფანჯრებს ნთება.
თითქო ვიღაც წავიდა და
არასდროს არ დაბრუნდება