შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მშვიდობიან ფიქრს ტყეს რომ არ აცლის...


მშვიდობიან ფიქრს ტყეს რომ არ აცლის,
ეს შემოდგომის ქარი გრიალებს,
ის უკანასკნელ ფოთლებს სულს აცლის
და ღრუბლებისკენ მიაფრიალებს.

ო, ქარი, კანში ნემსივით ატანს,
ცივი, უგულო და ლამიანი,
მშვილდივითა ხრის ალვის ხეს ტატანს,
ფეხზე ძლივსა სდგას ადამიანი.
მას ლაპარაკი ღრენას მიუგავს,
სიცილი კიდევ ნადირის ღმუილს...