შუალედი - დან - მდე
 
 


მგზავრობა


მე მივდიოდი ერთი,
სადაც მაღალი ფერდი,
ვით უძველესი ღმერთი,
ამართულიყო ცადა.
ჩვენ მივდიოდით, ორი,
განვლეთ ჭალა და გორი.
შორი მთებიდან ქორი
თან მიგვყვებოდა გზადა.
ჩვენ მივდიოდით სამი,
გზებზე დაეცა ნამი.
იყო საღამო წამი,
გამჭვირვალე და სადა;
ჩვენ მივდიოდით შვიდი,
ღამეც მოვიდა მშვიდი,
და როს ცის არის მშვილდი,
გადმოეკიდა მწერვალს,
გავხდით ათასი - მცველი
სულ ახალი და ძველი...
ეხლა მივდივართ მთელი,
ლეგიონების წყება...