* * * რა არის სიტყვა უსაგნო?.. რა არის სიტყვა უსაგნო? - უხვადა სცვივა, ჭრელია,ნიგვზის ფუჭ კაკალს მიაგავს: გასტეხ და ცარიელია!სულ სხვაა საქმის დინება, ბევრს არ ხმაურობს, არ წივის,სიტყვა და საქმე ერთად კი - მძლავრი ფრთებია არწივის.