შუალედი - დან - მდე
 
 


მადლობა, დიდი მადლობა!


კაცს უგულობა შეაკრთობს, როგორც დღეს უსინათლობა,
გულწრფელი ყვავილებისთვის, მადლობა, დიდი მადლობა.
მადლობა ახალგაზრდობას, ვაჟკაცებსა და ხნოვანებს.
მე თქვენი სიხარულის გზა მარადის აღმაფრთოვანებს!
დღეს ჩემი ჩანგი, თქვენი ხმა - საქართველოა მზიანი,
იმისი წინსვლა მედგარი, იმისი ადამიანი!
ამშენებლობის ხანაში ჩანგის ხმა არ გვიანდება,
ჩემი ჩანგი და თქვენი ხმა აქ მტკიცედ ერთიანდება!
სიმართლის ნათელს დიდება! ძირს ბნელი უსამართლობა!
კოლხიდის მზეო, მგზნებარევ, მადლობა, დიდი მადლობა!

1948 წლის 18 სექტემბერი
ცხაკაია