შუალედი - დან - მდე
 
 


უშბა


ბუბა.
1. უწინ სვანეთი იყო თბილი ქვეყანა.
2. მაგრამ კუპრის მორევი ბოროტ წინაპრებს.
3. იქ, სადაც ეხლა უშბაა, წინად იდგა უზარმაზარი კოშკი.
4. მდიდარი სახლი, ცოლ-ქმარი, ქალ-ვაჟით.
5. მათ დაადვეს ღალა (ისინი ძლიერნი იყვენ) ყოველგვარ საქონელს და სარჩო-საბადებელს მახლობელი სოფლებისას. ვისაც ამ კოშკის გზით დასავლეთისკენ მიჰქონდა რამე, ნახევარი მათთვის უნდა დაეტოვებიათ.
6. ბავშვები (ქალ-ვაჟი) იზრდებოდენ ლაღათ.
7. ისინი გამოვიდენ მშვენიერნი გარეგნობით.
8. ბოროტ მშობლებს ქალის სხვაზე გათხოვება არ სურდათ.
9. ცოლად უნდა გაჰყვესო თავისსავე ძმას.
10. ერთხელ ქალი გაგზავნეს წყაროზე წყალის მოსატანად.
11. როდესაც მობრუნდა, კარები ჩაკეტილი დახვდა. ჩაეკეტათ მშობლებსა და ძმას.
12. საღამოა: ქალი იძახის კარებთან: გამიღეთ კარები, თორემ სეტყვა გამანადგურებს.
13. მშობლები არ მიდიან.
14. ძმისა და დის დიალოგი:
ძმა: გაგიღებ კარებს, თუ შენ იქნები ცოლი და მე ქმარი. მაშინ ქალმა დაიწყო ტირილი და თმების (ლოყების) ხოკვა.
15. აიძულა სეტყვამ. გამოსავალი არ იყო. სიკვდილს ამჯობინა ძმას გაჰყოლოდა ცოლად.
16. ძმას ეუბნება: გააღე კარები, მე ცოლი და შენ ქმარი. ძმამ კარები გააღო, და შევიდა.
17. როდესაც ძმა და დაჲ ცოდვას ჩადიოდენ - ადგილი ეხლა კოშკია - ზევიდან ქვევით გადმობრუნდა (იატაკი ზევით მოექცა, ჭერი ქვევით, ყველა დაიღუპა: ცოლქმარი, დაჲ და ძმაჲ და სხვ.).
18. წყევლა! ეს იყო წყევლა მთელი სვანეთისათვის.
19. თორმეტ ყუთში (ზანდუკი) სამი მერცხალი რომ ჰყავდათ დამწყვდეული. დედამ გადასცა ყუთები შვილს, შვილმა გააღო. მერცხლები გაფრინდენ. მალე მოვიდა თოვლი.
შემდეგ სვანეთში დაიწყო ზამთარი. ამაზე დიდი უბედურება რა უნდა მომხდარიყო სვანეთში? ზამთარი არის წყევლა!

I

[სადაც ეხლა ფეხს] [არწივი] მივდიოდი მაღლა, მაღლა, ყინვიანნი დგანან მთანი.
[ხევზე ხევი], თოვლზე თოვლი გაფენილა და გრიგალი თანდათანი.
[უწინ] ერთი დევი [გულოვანი] დევთაგანი [და მედგარი იდგა] [აჰყვებოდა ხევებს]
მიმყვებოდა გზაზე სვანი.
გალავანი გვერტყა [ტყეთა] ქართა და [ღრუბლების] ნისლების ქარავანი.
[გახსოვს ჩვენი ყრმობის დღენი, სიმაღლენი] და ოცნება ჩვენი, ბელა ხოჩალადე!

[იყო სიცხე. იყო ხანი ზაფხულების გადამტანი]
[ზაფხულების გადამტანი] [უწინ] სვანთა თბილი იყო მხარე, ცხელი [ქვეყნის] ღველფის იდგა ხანი
ფეთქდა მზეთა მხურვალება და ვარვარი ანამტანი.
[მთებზე] წყნარზე წყნარად მთად და ბარად სძოვდა ფარა: [ჩრდილთა მგვანი] ყანათანი
[ხოჩალადე!] ის დრო გაჰქრა, როგორც ნისლი, როგორც ბინდი ყანათანი.

II

[უშბა თოვლში დაკარგულა, მობურვოდა ნისლის ქულა]
[სადღაც] ორანგულა ფლობდა უშბას, სისხლის მსმელი ორანგულა.
[მაშინ ღამე] წინად ცხელი იყო უშბა, ეხლა თოვლით გაბურულა,
დაღარულა მყინვარებით, მოღუშულ ცით [დახურულა] ჩახურულა.
[დაყურულა] <შემოსულა> მწუხარება, ღრმა ფიქრებში დაყურულა.
იქ ოდესმე კოშკი იდგა, [იდგა თითქო] ორბთვალა და ფოლადგულა,
მას ცხრა ჰქონდა შესავალი, უმძლესი რომ არ ნახულა,
ცხრა დარბაზი, ცხრა სანათით ელვარებდა კოშკის ლულა,
ურანგულა ფლობდა უშბას, სისხლის მსმელი ურანგულა.
ის დრო გაჰქრა, როგორც ბინდი, ვით სუბუქი ნისლის ქულა.

III

ამაყი და უძლეველი, იდგა კოშკი ძველისძველი,
ურანგულას ცოლი ჰყავდა, მნათობს ჰგავდა, მისებრ მწველი.
როგორც ქარი მიდიოდა...

[1943 წელი]