შუალედი - დან - მდე
 
 


მოკლული კაცის ჭირისუფალი


[მოქმედება პირველი]

1. მოკლული კაცის ჭირისუფალი, მოკლული კაცის დამარხვაზე, რომლესაც უნდა ესისხლა თავის ძმისა, ბიძისა თუ მამის მაგივრად, ქუდმოხდილი იდგა კუბოსთან.
2. იგივე ჭირისუფალი საფლავზე თოფს ისვრიდა, რაც იმას ნიშნავდა, თავისთავზე სისხლის მოპასუხის ვალდებულებას...
3. მკვლელობა თაობიდან თაობაზე გადადიოდა და შემდეგ კი მასში მონაწილენი იყვნენ არა მარტო ძმა და შვილი, არამედ მთელი ძირიშ მეხუბრარი.
4. მკვლელობის მიზეზი ხშირად ცოლისაგან ქმრის, ან ქმრისაგან ცოლის მიტოვება იყო.
5. შერიგება მოსისხლეთა შორის თუ თავდაპირველად არა, რამდენიმე მკვლელობის შემდეგ მაინც ხდებოდა და თუ არა [მკვლელობით] შერიგებით - სხვაგვარად მტრობა და მკვლელობა მოსისხლე გვარებს შორის დიდი ხნის განმავლობაში  მაინც არა სწყდებოდა.
6. მეხუბის მიერ მოწვეული თემის ყრილობის დახმარებით სვანეთში საქმე ბოლოს და ბოლოს ძალიან იშვიათად რჩებოდა გაურიგებელი.
7. ირჩეოდა ორი მორუალი (მოკლულის ოჯახი დაასახელებს ერთს, მკვლელის მეორეს), თუ მოკლულის ოჯახი თანახმა იყო შერიგებაზე.
8. უფრო ხშირად მორუალი 24 კაცისაგან შესდგებოდა (ყველაზე საძნელო საქმე მკვლელობაა).
9. მორუალს ორივე მხარე ცალცალკე აფიცებდა. ჯერ მოკლულის ჭირისუფალი, ხოლო შემდეგ მკვლელისა, აფიცებდენ ძლიერ ეკლესიაში.
10. მორუალს აფიცებდა ან სახლის დიდი, ან სამხუბის ერთი რომელიმე საუკეთესოდ მოლაპარაკე პირი (მგგგრცაძი).
11. მოკლულის გრცაძი აფიცებს მორუალს (გვ. 26).
12. მორუალი თავის მხრით ეფიცება მოკლულის ნათესავებს (27).
13. შემდეგ მკვლელი აფიცებს მორუალს (გვ. 27).
14. მკვლელის დაფიცებას ფიცითვე უპასუხებს მორუალი (28).
15. ამის შემდგომ მორუალი თავის მხრივ აფიცებს მკვლელისა და მოკლულის ნათესავებს, რომ ისინი მორუალის საბოლოო გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან (ძმას ან მამას ან თვითონ მკვლელს) (28).
16. მორუალის ფიცზე დაფიცებულნი უპასუხებენ ფიცითვე (28). შევუდგეთ საქმეს. სთქვით თქვენი ფიცი, ჭირისუფალო!
მოქმედებაში ჩაემატება წინასწარ საჭირო ადგილები.
1. რომ სვანეთს ცუდი დრო დაუდგა, რომ გარეშე მტერი უპირებს მას განადგურებას, რომ ეს მდგომარეობა სავალდებულოდა ხდის ყველას, დაივიწყონ პირადი ანგარიშება, რომ მთელი ძალღონე ხეობისა მიმართულ იქნას საერთო მტრის წინააღმდეგ.
2. შეხვედრა შეყვარებულთა.
3. წინასწარი სიტუაციების მოხაზვა.
4. ტიპების ცოტათ თუ ბევრად დამახასიათებლობა, რაც შემდეგ მოქმედებებში გაიხსნება.
5. ჟორჟოლა - და სხვ.
ან: ქალი არ დაბრუნებულა. რა მიზეზია?

პირველი მოქმედება, მეორე სურათი

1. ჟორჟოლა ამხანაგებში (ტყეში).
2. უცნობი მგზავრების გაცნობა.
3. ჟორჟოლას გეგმა!

სურათი მეორე

მინდორი ალპიურ ზონაზე. მწყესები.

გამოსვლა 1

1: [დღეს] რა მშვენიერი და კარგი დღეა! ისეთი დღეა, ვისიც დიდება
2: ანათებს როგორც სუნთქვა ძლიერი და უმაღლესი ჭეშმარიტება!
3: დღეს მე უეცრად ვიგრძენ ნათელი, კარგი ნათელი შინაგან სიღრმის!
1: კარგია ჩვენი მთების კალთები, მფარველნი ჩვენის ბედნიერ სიყრმის!
2: რა ლამაზია: ვით ლაღი გედი უზარმაზარი, თეთრი ლივლივით,
რომ ამართულა მთავარი ქედი, გაბრწყინებული თოვლიან სხივით.
3: კავკასიონის მთების შვენება! ის სიდიადით ცისკარს მიაგავს -
1: ნისლში თეთნულდის ამოსვენება დიდის მზის - გულსაც სიალით დაგავს!
2: ამ მაღალ მთებზე მონახვეტარი, ჩამოწვა ნისლი!
ყველანი: მტერს შეჩვენება!
ედგარ: (გამომწვევი ხმით) ეს მე ვარ, მე ვარ გმირი მხედარი! ეს ჩემი მერნის არის ჭენება!
ჟორჟოლა: (გამომწვევი ხმით) მაშ, დაინახე, როგორ გარეკავს, სვანეთი მასზე შესეულ ურდოს,
ჩვენი დაპყრობა რომელსაც სურდეს, სამაგიეროს მიიღებს ხურდას.
(ორივე ემზადება შესაბმელად. წრე უკან დაიხევს - რათა ადგილი მისცეს მათ).
1: შეაჩერეთ თამაში. აქ ვიღაც მოდის (მოწინააღმდეგენი შესდგებიან. გამოჩნდება მამია და ბუბა).

გამოსვლა II

ბუბა: სად დაიკარგა! ნუ თუ ვერ ვიპოვით თინათეს?
მამია: ვიპოვით, კარგო კაცო, ვიპოვით!
მამია: მაგრამ, ბუბა, მგონია, ჩვენ დავიბენით.
ბუბა: ვკითხოთ გზა მწყესებს. (მიმართავს მათ) იცით ეხლა თქვენ, სად ვიმყოფებით.
ჟორჟოლა: კარგო კაცებო, ნება მომეცით, მე თვითონ გკითხოთ. იცით თქვენ ეხლა სად იმყოფებით?
ბუბა: არა ვიცით რა. ეს თქვენ გვითხარით.
ჟორჟოლა: არა იცით რა? რომელი გზით მოდიოდით, არც იგი იცით?
ბუბა: არც იგი ვიცით.
ჟორჟოლა: ეე...  თუ თქვენ არ იცით - საით მიდიხართ, სად იმყოფებით, ან რომელი გზებით მოხვედით - ცხადზე ცხადია, რომ თქვენ გზას ამცდარხართ.
ბუბა: დიდი მიხვედრა მაგ საქმეს არ უნდა, ვიცით... (მამიას) ამას ცოტა თავში... ეეე...
ჟორჟოლა: თქვენ, საიდანა ხართ თქვენა?
ბუბა: რაში გეკითხება ეგ შენა! ეგ სრულიად საჭირო არ არის, რომ გზა გაგვასწავლოთ. (მამიას) ამას ცოტა თავში რაღაც უნდა აკლდეს.
ჟორჟოლა: ჰმ... რაკი აგრეა თქვენ დღეს საღამომდე მარვალამდე ვერ მიაღწევთ.
ბუბა: ვითომ და რატომაო?
ჟორჟოლა: [უძნელესი] საშინლად გრძელი, ბნელი, ჭრელი, ძნელი, ტალახიანი, ხრიოკიანი, ნარ-ეკლიანი ყოვლად [ეშმაკეული] დაწყევლილი გზაა. (თვალს უშვრება ედიგარს) ედიგარ, უჩვენე გზა ამ კაი კაცებს - ხრიოკებისაკენ.
ედიგარი: [მარვალისაკენ] ხრიოკებისკენ?.. კაი კაცებო, თქვენ თლად აცდენილხართ გზასა. როდესაც თქვენ [მთას] კორდს გადმოსცილდით ქაჯეშმაკას [ბილიკს უნდა დასდგომოდით] წყალზე უნდა გამოგევლოთ.
ბუბა: ქაჯეშმაკას წყალზეო?
ედიგარი: მერე უნდა წასულიყავით სულ პირდაპირ, სანამდე მიაღწევდით თორმეტ გზას, ჭინკების გზებს რომ ეძახიან.
ბუბა: ჭინკების გზებიო? თორმეტი გზაო?
ჟორჟოლა: დიაღ. და მერე უნდა დასდგომოდით ერთერთ მათგანს.
ბუბა: ეე.. დიდი [მასხარა] ხუმარა კი ყოფილიხარ, ვიღაცა ხარ...
ედიგარი: შემდეგ [მოუხვევდით] უნდა მოგეხვიათ მარჯვნივ, ოღრო-ჩოღრო [გზებით, ტყისკაცების] ბილიკებით კუდიანების მინდორთან, უნდა დაკვირვებოდით ერთერთ ბილიკს, რომელიც მიგიყვანდათ თავპირმტვრევიანის სახლამდე. იქიდან კიდევ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ, მერე ისევ მარჯვნივ, ირგვლივ, სანამ არ დაინახავდით ძველ წისქვილს.
ბუბა: ეშმაკმა წაგიღოს შენცა და შენი ძველი წისქვილიც. მაგნაირი გზებით გარონინოს თვითონ შენ უფალმა.
ჟორჟოლა: (დაცინვით) მაშ, როგორ ინებებდით - ამ ომიანობის ხანაში? უკაცრავად თქვენთან - თუ ყველა გამვლელ-გამომვლელს, შესაძლებელია შემოპარულ მტერს, ჟორჟოლამ გზები ასწავლოს, მე ხომ გკითხეთ - ვინა ხართ თქვენა-მეთქი - თქვენ მიპასუხეთ: რაში გეკითხებათო.
ბუბა: (დატკბობით) შე კაი კაცო, ჟორჟოლა. რაკი აგრეა. გეტყვი - მე ბუბა ვარ - ლაჭანელი, ეგ კიდევ მამიაა, ჩვენი გვარის კაცი. დიდად საჭირო საქმეზე ვართ წამოსულნი.
ჟორჟოლა: შე კაი კაცო, ეგრე ვიტყოდი. მურვალი [სულ ას ნაბიჯზეა] აგერაა, ყურის ძირში. აქედანაცა სჩანს... აი, ხედავთ (უჩვენებს).
ბუბა: აჰა, ვხედავთ. რა კეთილი გულისა ყოფილიხართ, ჟორჟოლა.
ჟორჟოლა: ოო, ეხლა კეთილი გულისა! წეღან კი „რა დიდი ხუმარა ყოფილხარ, ეშმაკმა წაგიღოსო და სხვ.“
ბუბა: დიდი კეთილი გულისა ჟორჟოლა (განზე) გველ-ბაყაყით აგვსებოდეს ის გული, შე ბოროტო შენა! (მიდიან).

გამოსვლა III

იგინივე მამიასა და ბუბას გარდა.

ჟორჟოლა: სამშობლოისა მგრძნობი სიმართლის, იცოდე, ჩემი დაკვრა მწარეა!
და გაიმარჯვებს ის, როგორც მართებს, ის ხალხის ფუძე და ჯავარია
(დაარტყამს ედიგარს).
ედიგარი: მძლავრია ჩვენი სვანეთის ჯარი, არა მონური, არა გვიანი -
არამედ სწრაფი და ბობოქარი მასში მღელვარებს ადამიანი.
(ედიგარი დარტყმითვე უპასუხებს).
2. არსებობს მტერი, ვით მისი წყობა, ვით ჩასაფრება, როგორც გზირება -
არსებობს როგორც შეურაცხოფა, როგორც დაცინვა და დამცირება.
(ჟორჟოლა ურტყამს ედიგარს).
3. არ მოგეშვება იგი, ცხადია, არა უბრალოდ და უნებურად -
მას გასწორება შენთან სწადია, და, რა თქმა უნდა, თავისებურად.
(ედიგარი უეცრად ხერხითა სცემს ჟორჟოლას).
1. მარჯვედ, ედიგარ! [უეცარ ხერხი] ელვის და მეხის მსგავსი სისწრაფით, [ერთის] ვეფხის ნახტომით,
მან დაჰკრა მომხდურს უეცარ ხერხით - დაწყევლილისთვისძნელმისახდომით.
(ედიგარი კიდევა სცემს საფეთქელზე).
2. ეს არის დარტყმა რკინისებური! სწორედ ადგილზე, ზედ საფეთქელზე!
ყველანი: ვაშა, ედიგარ, მარჯვედ, ედიგარ. ეს რა [გრიგალი] ქარბუქი სდგას ბრძოლის ველზე?!!
ედიგარი: (ჟორჟოლას) იქნებ არ გეყო ასეთი ხელი?
ჟორჟოლა: ჟორჟოლას არ სურს დარჩე შენს ვალში.  
(სიმძლავრით სცემს ედიგარს).
1. ჟორჟოლას ხელი მოულოდნელი - ედიგარს მოხვდა სწორედ შიგ თვალში.
ყველანი: ვაშა, ჟორჟოლა, მარჯვედ, ჟორჟოლა!
(ედიგარი დაბარბაცდება).
2. ედიგარ ფიქრობს: აჰა, ცეცხლების მოულოდნელი ტრიალ-ბზრიალით
ლურჯი რგოლები და ნაპერწკლები - ამ დარტყმისაგან გადმოსკდა თვალით!
3. რომ ტკივილების დაიცხროს ალი, დაიცხროს ვნება და გულის ძგერა,
რომ აიცდინოს დარტყმა ახალი, ახალი დარტყმა საბედისწერო?
(ედიგარი და ჟორჟოლა გარე უვლიან ერთმანეთს).
1. ო, როგორ უვლის! ო, როგორ უვლის!
2. ო, როგორ უვლის ლატფარის მგელი.
(ორივენი ერთსა და იმავე დროს დაარტყამენ ერთმანეთს).
3. ორთავე ისევ თავდასხმასა სცდის. ორთავეს ხვდება ხელი ფიცხელი.
1. რაც გაჩენილან ქვეყნად თაობა, შეცვლილა, ვით ცვლის გრძნობები გრძნობებს.
ბრძოლის ასეთი სანახაობა ჯერ არ უნახავს კაცობრიობას!
[სვანეთის] ეს მთები, ადგილს მოჭრილი ძალით, ყოველი წუთით მიცემული თვლას,
ჩვენის მხრის ომებს გულის ფანცქალით და გაოცებით დღეს ადევნებს თვალს.
(ედიგარი სცემს ჟორჟოლას).
კიდევ შეირყა უცებ ძლიერი მოულოდნელი დარტყმისგან მტერი -
თვალებში გაკრთა კვლავ უდიერი ელვა ალისფრად გადანაფერი!
(ჟორჟოლა ბარბაცებს, მიიწევს სცენის იქით, მას მიყვება ედიგარი).
2. წაიქცევაო, [აჰა, გგონია!] ესაა, მაგრამ...

გამოსვლა IV

ის, რეტდასხმული ისევ გასწორდა.
3. მან თუმცა თავი ძლივს შეიმაგრა, და ისევ ოდნავ გათანასწორდა...
გაფიცხდა ორი მტვერსა და ქაფში აუტანიათ, როგორც სჩანს, წერას..
(ჟორჟოლა ნიკაპში სცემს მუშტს).
1. მარჯვე მარჯვენა სწორედ ნიკაპში, სწორედ ნიკაპში მოხვდა მაგ ვერაგს!
2. ანაზდეულად მტერი გაუხტა და ბრძოლა ისევ გახელდახელდა,
ხელახლა იმავ ადგილს დაუხვდა, ორივე როგორ გასწყრა, გახელდა.
3. ედიგარ ოფლში, სისხლში და მტვერში საბედისწეროდ არის მოსვრილი.
1. ალბად, რგოლებად თრთის მის თვალებში, აურაცხელი სხივების ცხრილი!
2. ალბად, ძლიერი უდგას გუგუნი თითქო მთელ ქვეყნად: ყურებში, თავში.
წუთი ისეა, ვით საუკუნე გამოუთქმელი წუთების შვავში.
3. მისთვის დადგომა და შეჩერება სამუდმოდაა გადაკეტილი,
ასეთ წუთს განა დაეჯერება მომხდურისათვის რამე კეთილი?
(ორივე მოწინააღმდეგე ისევ სცენაზე გამოჩნდებიან).

გამოსვლა V

1. როგორ ეგონა? თავს გმირად თვლიდა! მან ისევ სცადა მოქნევა ზუსტი.
მაგრამა დარტყმა გამოუვიდა - დაქანცულს - სუსტი, ძალიან სუსტი!
2. ედიგარმა დარტყმა გაიმეორა.
3. ჟორჟოლა ვერ ხსნის თავს გადარჩენით.
(ედიგარი ურტყამს).
1. დარტყმა მოზრდილი სამჭედლო უროს, სამჭედლო უროს მსგავსი მარჯვენით.
(ჟორჟოლა ჰკარგავს გრძნობას, ეცემა).
2. მომხდურმა მტერმა დაჰკარგა გრძნობა, იგი სვანეთის კართან წაიქცა.
(გაისმის დამსწრეთა აღტაცებული ხმები: ვაშა, ვაშა, ვაშა).
3. ხალხიც გრიალის და თანაგრძნობის და მხარდაჭერის ხმად გადაიქცა.
(კვლავ გაისმის აღტაცებული ხმები: ვაშა, ვაშა, ვაშა. გამარჯვებული ედიგარი ამაყად სდგას. ჟორჟოლა გდია. უცებ ჟორჟოლა წამოვარდება. გააფრთებული მივარდება ედიგარს და ურტყამს. ეხლა ედიგარი ჰკარგავს გრძნობას და ეცემა).
ჟორჟოლა: (ირონიით) ეხლა უძახეთ მას „ვაშა-ვაშა!“
ყველანი: ვაშა, ვაშა, ვაშა!
(სცენის იქით გაისმის ქალის ხმა: „თინათე, თინათე, თინათე, თინათე“).

გამოსვლა VI

იგინივე და ჟორჟოლას დედა.

თუთი: ამას რას ხედავს ჩემი თვალები. ჟორჟოლა, ბიჭო! მე შენ...
(ყველანი გარბიან).

ფარდა.

[1943 წელი]