შუალედი - დან - მდე
 
 


გამომიგზავნე, ევროპა, ფული


„Пришли Европа деньги“
„გამომიგზავნე, ევროპა, ფული“

პიესა 5 მოქმედებად

ყალბი ორიენტაცია. [ლიბრეტო].
[მოქმედნი პირნი:]
ავანტიურისტი, ყალბი ინჟინერი, რომელიც ყალბი ატტესტატის წყალობით ექცევა სათავეში. ერთერთ საქსოვ ფაბრიკას. ერთხელ ღამით ჰქურდავს ფაბრიკის სალაროს, მიაქვს იქიდან რამდენიმე 100.000 მანეთი. სალაროზე ცინიკურადა სწერს: „გამომიგზავნე, ევროპა, ფული“.
[ერთი მთავარი] შემდეგ ამ ფულით ეს ტიპი: ჰქმნის ფარულ საზოგადოებას სახელწოდებით „გეფ“ (გამ. ევროპავ ფული). მიზანი ამ საზოგადოებისა არის მავნებლობა, დაყრდნობილი - ევროპის იმედებზე.
მათ ნამდვილად სურდათ ევროპის ბურჟუაზიასთან კავშირის გაბმა, მაგრამ მრავალი მიზეზების გამო ამას ვერ ახერხებდენ. ამის გამო ინიციატორები შეუდგენ ყალბი ცნობების გავრცელებას: ევროპა დაგვეხმარებაო ფულით. ევროპა, გვპირდებაო. ევროპა, დღეს ანუ ხვალ გამოგვიგზავნისო დიდ თანხას. ევროპიდან ჩამოსული (პანაიტი ისტრატის მსგავსი) პირები გვპირდებიანო დიდ დახმარებას. ასეთი მახინაციებით - აქ მთავარ ტიპს - შეცდომაში შეჰყავს ბევრი გულუბრყვილო ხალხი.
ავანტიურისტი - ადგენს ყალბ წერილებს, რომლებშიაც თითქო ევროპიდან [საიდანაც] ჰპირდებიან: „თქვენ იმუშავეთ, თავს ნუ დაიზოგავთ - ჩვენგან დიდი იმედები გქონდესთო“. [და ეს ავანტიურისტები] ეს საზოგადოება ადგენს თავისი მუშაობის ხუთი წლის გეგმას - დიამეტრალურად წინააღმდეგს საბჭოთა მთავრობის ხუთი წლის გეგმასთან. ისინი, შეყვანილნი შეცდომაში [ავანტიურისტის] ყალბი ინჟინერის მიერ, მუშაობას იწყებენ დიდის ენტუზიაზმით, მაგრამ დიდი კონსპირაციით.
- ისინი არწმუნებენ გლეხებს, რომ საჭირო არაა ტრაქტორები [და ავტომობილები] სასოფლო-სამეურნეო მანქანები, ახალი ინვესტ., ახალი ტეხნიკა.
[არწმუნებენ, რომ] ეწევიან პროპაგანდას, რომ [კოლეგიალური] კოლექტიური მეურნეობა  არის მიქარვა (ისინი იყნებენ კულაკებს, მღვდლებს და ფილისტერებს).
ჰაეროპლანები და სხვა ასეთები საჭირო არ არის, თუ ჩვენი მამა-პაპა იოლად მიდიოდენ ურმითაცო... და სხვ.
მუშებს ისინი ეუბნებიან:
რა საჭიროა თქვენი ხუთი წლის გეგმა? რა საჭიროა კოლმეურნეობათა მშენებლობის საქმე? ხუთ წელიწადს ვერ იარსებებს მუშათა მთავრობაო.
ისინი უკითხავენ მუშებს [ავანტიურისტის] მწერლის - პანაიტ ისტრატის წერილს, [სადაც სწერია] რომელშიც ავტორი სწერს, რომ რუსეთში ყველაზე მეტად დაჩაგრული და გაპარტახებული არის [მხოლოდ] მუშათა კლასიო და სხვ.
საზოგადოების ფენებში, აქა იქ ბევრი წამოეგება [მაგათ] საზოგადოების ანკესზე. საზოგადოება თანდათან იზრდება.
ისინი ადგენენ დიაგრამებს...
ისინი შინჯავენ ევროპის რუქას და ცენტრებს, რომლებთანაც თითქო მათ კავშირი აქვთ.
ისინი იყენებენ ბევრს მეცნიერებისა და ტეხნიკის საშუალებიდან: ისინი [მოქმედებენ] სარგებლობენ საბჭოთა კავშირის აეროპლანებით, ავტომობილებით, ტელეფონებით, ხანდახან პრესსითაც, მავნე იდეების გასავრცელებლად.
მათი საკუთარი 5  წლიანი გეგმა ერთადერთია: „მავნებლობის საშუალებით საბჭოთა კავშირის 5  წლიანი გეგმის ჩაფუშვა".
1. კედლის გაზეთების მაგიერ ისინი უბრალოდა სწერენ კედლებზე: „ძირს 5 წლიანი გეგმა. გაუმარჯოს სრულ უგეგმობას. გაუმ. სახ. მეურნეობის განადგურებას“.
2. დიაგრამებზე ნახშირითა სვამენ ციფრს 0 ან წარწერას: „მიუწდომელი ფანტასტიკა“.
3. ცდილობენ შეიძინონ პატარა არალეგალური სტამბა - 5 წლიანი გეგმის წინააღმდეგ არალეგალური ბროშიურების გამოსაცემად.
4. ისინი აწყობენ მოხსენებებს - პარალელურად საბჭოთა კავშირის ნამდვილი მოხსენების.
5. ისინი რაზმავენ საკუთარ პოეტებს, მწერლებს, მხატვრებს, არტისტებს, რომლებშიაც ბევრია კონტრრევოლიუციონურად განწყობილი და უმღერიან იდილიურ განწყობილებას, „წმინდა ხელოვნების“ წარმომადგენელს - აპოლონს.
6. ისინი თავიანთ შორის ჰქმნიან თავისებურ „გეფ“-ურ შეჯიბრებს, ნაცვლად სოც. შეჯიბრებისა.. თვითღირებულების შემცირებას კი ზოგჯერ ისინი [ჰხედავენ] არჩევენ ღირებულების სრულიად გაუქმებას საქონლის ხშირად უფასოდ მითვისების სახით.
7. ისინი თავის კონსპირატიულ ბინაზე აკეთებენ მაკეტს დიდი გემისას: „გამომიგზავნე, ევროპა, ფული“.
8. უკანასკნელად მთავარი გმირი, ყალბი ინჟინერი, გრიმში, კიდევ ღამით ჰქურდავს ფაბრიკის სალაროს, მიაქვს რამდენიმე 100 ათასი მანეთი და სალაროზე ცარცით ცინიკურად სწერს: „გამომიგზავნე, ევროპა, ფული“. ნაწილი ამ ფულის მას მიაქვს თავის ორგანიზაციაში, სადაც წევრებს ატყუებს, რომ ეს ფული მან მიიღო ევროპიდან. ამით გამხნევებული ორგანიზაცია კიდევ უფრო მეტი ენერგიით მუშაობს.
[მაგრამ, თავისთავად ცხადია, არ სძინავს სათანადო] მთავარი გმირი იყენებს მრავალ საშუალებას, [რათა დაემალოს ხელისუფლებას, რომელიც მას კვალდაკვალ მისდევს ყოველ საქმეზე]. [ყალბი] ავანტიურისტი ინჟინერი სარგებლობს სხვადასხვა გრიმებითა და გადაცმით. [ეხლა] მას თავიდანვე განზრახვა აქვს - 5 წლიან გეგმის ერთი აკტიური მუშაკის მკვლელობის სისრულეში მოყვანა. ამ განზრახვას იგი ელოლიავება თავიდანვე; იგი მას დასდევს კვალდაკვალ საზოგადოების „გეფ“-ის დაარსების დღიდანვე. მკვლელობის წყურვილი მას არ ასვენებს არსად, და ბოლოს... დგება მომენტი... ის იღებს რევოლვერს, რომ გაუსწორდეს. მაგრამ ამ ხელში უეცრად სწვდება ნამდვილი ხელისუფლება, რომელიც მას დასდევს თავიდანვე... სალაროდან ფულის დაკარგვის პირველი დღიდანვე. ავანტიურისტი დაპატიმრებულია.
ამგვარად ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდება, რომ ევროპა არავითარ ფულს არ აგზავნის.
ევროპა წინად გზავნიდა ფულს. ევროპა სცდილობდა საბჭოთა ქვეყნის განადგურებას ბლოკადის საშუალებით.
იგი აიარაღებდა კონტრრევოლიუციონურ გენერლებს.
მაკეტს დიდი გემისას „5 წლიანი გეგმა“ ეხლაც უშენენ ზარბაზნებს ჩინეთის გენერლები, რომლებიც მეორე მხრით მუხლებზე სდგანან და იხვეწებიან: გამომიგზავნე, ევროპა, ფული.
ევროპის იმედები ჩაფუშულია და ჩაიფუშება ეხლაც.
ჩაიფუშება პატარა მავნებლების იმედიც ევროპისადმი [ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდება, რომ ევროპა არავითარ ფულს არ აგზავნის] ამნაირად.
საზოგადოება „გამომიგზავნე, ევროპა, ფული“ - აღმოჩენილ იქნა.
ჩაიფუშა „გეფ“-ის 5 წლის გეგმა..
ყვითელ, კონტრრევოლიუციონურ 1934 წელს აჯობებს წითელი, რევოლჲუციონური 1934 წელი.
ამ გეგმაში შედის მძიმე ინდუსტრიის პრობლემა, რისთვისაც საჭიროა გრძელვადიანი დიდი სესხები.
ევროპის კაპიტალისტები უარს გვეუბნებიან  სესხსა და კრედიტებზე, რადგან ჩვენ არ ვთანხმდებით ყოველგვარ საკითხებზე...
ბურჟუაზიული ევროპის კალმოსნები „მიუწდომელ ფანტასტიკად“ სთვლიან „ხუთწლიან გეგმას“.
მაგრამ ლენინი ამბობდა:
„კაპიტალიზმი შეიძლება დამარცხებულ იქნას და საბოლოოდ დამარცხებული იქნება იმით, რომ სოციალიზმი შეჰქმნის ახალს, გაცილებით უფრო მაღალს შრომის ნაყოფიერებას“.
მიღწეულია გადამწყვეტი გარდატეხა შრომის ნაყოფიერების დარგში (კადრების პრობლემაში). მუშათა კლასის მილიონიანი მასსების შემოქმედებითი ინიციატივის გაშლაში მძლავრ-შრომით აღფრთოვანებაში სოც. მშენებლობის ფრონტზე. 1. თვითკრიტიკის საშ. ბრძოლა ბიუროკრატიზმთან. 2. სოც. შეჯიბრი ებრძვის დღეების გაცდენას. 3. განუწყვეტელი საწარმოო კვირაზე გადასვლა. ენტუზიაზმი, ერთმანეთის...
ლენინი: კაპიტალიზმი შეიძლება დამარცხებულ იქნას და საბოლოოდ დამარცხებული იქნება იმით, რომ სოციალიზმი შეჰქმნის ახალს, გაცილებით უფრო მაღალს შრომის ნაყოფიერებას.
მუშების და გლეხების სასწრაფოდ გადარჩენა, სახალხო მეურნეობის გადარჩენა.
კაპიტალისტური მშენებლობისთვის საჭირო თანხების დაგროვების პრობლემები.
გაძლიერებული ტემპით.
მძიმე ინდუსტრიის პრობლემა (მოითხოვს დიდ თანხებს). ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი დიდი სესხები.
ევროპის კაპიტალისტები უარს გვეუბნებიან სესხსა და კრედიტებზე, რადგან ჩვენ არ ვეთანხმებით ყოველგვარ პირობებზე.
„ბურჟუაზიული კალმოსნები „მიუწდომელ ფანტასტიკად“ სთვლიან ხუთწლიან გეგმას.
[კადრების პრობლემა].
გზების საჭიროება.

მათი საიდუმლო სახელწოდებაა: გამომიგზავნე, ევროპა, ფული. ქარხანა, რომელშიდაც [ისინი] ეს ინჟინერი მუშაობს: [შესდგება] არის პატარა [აბრეშუმის] საქსოვი ფაბრიკა, სადაც უმთავრესად არის მუშაობა და მავნებლობა ამ ჯგუფისა.
[ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდება, რომ ევროპა არავითარ ფულს არ აგზავნის.
საზოგადოებაში ეს იწვევს პანიკას, ნერვიულობას. მთელი ჯგუფი აღმოჩენილი იქნება სათანადო ორგანიზაციის მიერ...
„გეფ“-ის ხუთი წლის გეგმა იფუშება.
იმარჯვებს კავშირის ხუთწლიანი გეგმა.
ყვითელი 1934 - დამარცხებულია.
წითელი 1934].

1. ისინი [ჩამო]ჰხევენ კედლის გაზეთებს, სადაც გაშუქებულია ხუთი წლის გეგმა.
2. ისინი ანადგურებენ საერთო დიაგრამებს.
3. ისინი სპობენ წიგნებს, რომლებშიაც ლაპარაკია 5 წლის გეგმაზე.
4. ისინი აგზავნიან სპეციალურ ხულიგნებს, 5 წლიანი გეგმის შესახებ მოხსენების ჩასაფუშავად.
5. ისინი ტერორის ქვეშ აყენებენ პოეტებს, მწერლებს, მხატვრებს, არტისტებს და სხვ., რომლებიც სცდილობენ 5 წლის გეგმის შესახებ საუბარს.
6. ისინი ხელს უშლიან სოც. შეჯიბრებას, ხელს უშლიან თვითღირებულების შემცირებას, პროდუქციის ღირებულების გაუმჯობესებას.
7. ისინი ხელს უწყობენ და ამრავლებენ გაცდენილი დღეების რიცხვს.
8. ისინი აფუჭებენ მაკეტს დიდი გემისას: ციხესიმაგრე ხუთი წლის გეგმის.
9. ისინი ანადგურებენ „პოლიტ-ლოტოს“.
10. აქრობენ ელექტრონის ქარტას 5 წლიანი გეგმისას.
11. მათ ჰყავთ საკუთარი მავნებელი ხალხი კონცერტებზე, სპეკტაკლებზე, კინოდადგმებზე და სხვ., რომლებიც ხელს უშლიან.
12. ისინი ჩუმად იჭრებიან წითელ კუთხეებში და ფაბრიკის ცეხებში, მავნებლობის მიზნით.
13. სოფლად ისინი ჰგზავნიან თავიანთ თანამგრძნობლებს სოვხოზებში.
14. გზავნიან კოლექტიურ მეურნეობებში.
15. სამრეწველო ინდუსტრიალურ რაიონებში და სხვ.
ერთი სიტყვით, ისინი იჭრებიან და აფერხებენ... საქმეს.
„გამოგვიგზავნე, ევროპა, ფული“ ხდება აქტიური...

ისინი ხელს უშლიან:
1. თვითკრიტიკის საშუალებით ბიუროკრატიზმთან ბრძოლას.
2. სოც. შეჯიბრების საშუალებით დღეების გადაცდენას და შრომის დისციპლინას.
3. განუწყვეტელ საწარმოო კვირაზე გადასვლას.
4. მუშების ენტუზიაზმს, ერთმანეთის შრომაში გამოწვევას.

[1930-იანი წლები]