ფანცხავა სოსიკო - გალაკტიონს - 4
ძმაოგალაკტიონ!
მეგონა, რომ შენ დაპირებებს საღამოს მოწყობისათვის შეასრულებდი და დაიცავდი ვადებს. არ გვეკადრება არც მე და არც შენ ამგვარი უდარდელობა სერიოზულ საქმისადმი.
ჩემის მხრივ, წინასწარ ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ შენ მოსვლას ვერ ვეღირსეთ და ვადა მუდამ ირღვევა.
წრის წევრებთან მრცხვენია! ამიტომ ეს საღამო ან უნდა გადავდოთ ან და მთლად ხელი უნდა ავიღოთ.
რეკით მარტო შევაწუხე ქ-ნი ნინო და მწერალთა კავშირის მორიგე.
შენი ს. ფანცხავა
21/II-1955 წ.