ქართველიშვილი ელენე - გალაკტიონს - 4
გალაქტიონ, ძვირფასო მეგობარო, 12-ში ინსტიტუტი მიიღებს მონაწილეობას. ლადოს მივუტანე შენი წიგნი, საიდანაც ეპიზოდს ხატავს. და მე ჯერჯერობით უბილეთოდ ვარ. თუ შესაძლებელია, დარეკე, რომ სამი თუ არა, ორი ბილეთი მომიხერხონ და მომყიდონ. გული მეტკინება, რომ შენს დიდ დღეობას ვერ დავესწრო. ეს, მგონი, დაუშვებელია ჩემთვის.
სალამი შენს მეუღლეს. გამარჯვება შენ თითონ.
დაგ. ელი ქართველიშვილი
27. IX. 1953 წ.
ლენინისქ. №33, ქ. ტბილისი