შუალედი - დან - მდე
 
 


ახვლედიანი ოთარ - გალაკტიონს - 3


     სა­ლა­მი საყ­ვა­რელ პა­ტივ­ცე­მულ გა­ლაკ­ტი­ონ ბი­ძი­ას!

     უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გი­სურ­ვებთ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­სა და ხან­გ­რ­ძ­ლივ სი­ცოცხ­ლეს თქვე­ნი ოჯა­ხი­თა და მო­კე­თე­ე­ბით.
     გა­ლაკ­ტი­ონ ბი­ძია, მი­ვი­ღე თქვენ­გან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი დე­დას ნა­წი­ლი ლექ­სე­ბი­სა და ასოც­და­ხუ­თი მა­ნე­თი, რა­მაც ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა და რა­ზე­დაც მო­გახ­სე­ნებთ უღ­რ­მეს მად­ლო­ბას. პირ­და­პირ ეს იყო დახ­ს­ნა ჩემ­თ­ვის. გა­ლაკ­ტი­ონ ბი­ძია, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შე­იძ­ლე­ბა თქვენ თქვათ, რო­გორ გა­მი­ჭირ­ვა საქ­მეო, მაგ­რამ რა ვქნა, ხომ იცით, თქვენს მე­ტი ყუ­რადღე­ბის მომ­ქ­ცე­ვი არა­ვი­ნა მყავს. გა­ლაკ­ტი­ონ ბი­ძია, ეხ­ლა მე თქვე­ნა გთხოვთ უკა­ნას­კ­ნე­ლათ ამას: თქვენ გექ­ნე­ბათ რა­ი­მე თქვე­ნი ძვე­ლი შარ­ვალ-ხა­ლა­თი ან ფეხ­საც­მე­ლი თქვე­ნი ნაც­ვა­მი, რო­მე­ლიც არ გა­მო­გად­გე­ბათ, გთხოვთ, გა­მო­ა­ტა­ნოთ ამ წე­რი­ლის მომ­ტანს, თო­რემ სულ და­კონ­კი­ლი დავ­დი­ვარ. ეხ, რა ვუ­ყოთ, იყო დრო, რო­ცა მეც მქონ­და სახლ-კა­რი, მეც მყავ­და მშობ­ლე­ბი და ეხ­ლა რა ვქნა, ესე მიმ­ტყუ­ნა ბედ­მა. რას იზამ, ესე ყო­ფი­ლა ბუ­ნე­ბის წე­სი, ერ­თი უნ­და გა­ბედ­ნი­ერ­დეს, მე­ო­რე კი და­ე­ცეს, გა­უ­ბე­დურ­დეს და ამ უბე­დუ­რე­ბა­ში მეც მოვ­ყე­ვი; მაგ­რამ აღარ მგო­ნია, დიდ­ხანს გავ­ს­ტა­ნო ამ უბე­დუ­რე­ბა­ში. მე მგო­ნი, ჩემ­ს­კე­ნაც გად­მო­ა­ნა­თებს მზე თა­ვის მო­კის­კა­სე სხი­ვებს. გა­ლაკ­ტი­ონ ბი­ძია, აბა, თქვენ იცით, თუ შე­მის­რუ­ლებთ ამ უკა­ნას­კ­ნელ თხოვ­ნას, თქვე­ნი მე­გობ­რი­სა და მწე­რალ და­რია ახ­ვ­ლე­დი­ა­ნის შვი­ლი­სათ­ვის თუ გა­ი­ღებ მოწყა­ლე­ბას.
     ძა­ლი­ან გა­ჭირ­ვე­ბას გან­ვიც­დი მა­ტე­რი­ა­ლუ­რათ. აბა, მეტს არა­ფერ­სა გწერთ.
     მე ვატყოფ, თა­ვი შე­გაწყი­ნეთ. ვე­ლი პა­სუხს ამ წე­რი­ლის მომ­ტა­ნის ხე­ლით. იმე­დი მაქვს, ჩემს თხოვ­ნას არ და­ტო­ვებთ უშე­დე­გოთ და და­მეხ­მა­რე­ბით შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რათ.
     დი­დი ბო­დი­შით და­რი­კო ახ­ვ­ლე­დი­ა­ნის შვი­ლი
                                                                                                                                                ოთარ გი­ორ­გის ძე ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი
                                                                                                                                                                               15/IX-51 წე­ლი

ჩე­მი მი­სა­მარ­თია: ქ. რუს­თა­ვი, ლ. კ. ს. ყ. 123/02 „А“.

გალაკტიონის ხელნაწერი:

ხელწერილი

    მივიღე ოთარ ახვლედიანის გადასაცემად დარიკო ახვლედიანის ყველა ნაწერები და ხელნაწერები - გ. ტაბიძისგან. Г. А. 2 სეკტ. 1951.