შუალედი - დან - მდე
 
 


ახვლედიანი ოთარ - გალაკტიონს - 2


     გი­ლო­ცავთ ახალ წელს, გა­ლაკ­ტი­ონ ბი­ძია!

     გა­ლაკ­ტი­ონ ბი­ძია, მე­ა­თე წე­რილს გწერთ და პა­სუ­ხი კი არ­ცერ­თის არ მი­მი­ღია. რა­შია საქ­მე, არ ვი­ცი. მე რას მერ­ჩით, ორ­მა წე­ლი­წად­მა გან­ვ­ლო, რაც დე­და­ჩე­მის ნა­წე­რე­ბი მო­გე­ცით იმ აზ­რით, რომ თქვენ მას და­ა­ბეჭ­დი­ნებ­დით და ფულს გა­მო­მიგ­ზავ­ნი­დით. არა ერ­თხელ გა­მოვ­გ­ზავ­ნე თქვენ­თან კა­ცი, მაგ­რამ არ­ცერ­თ­ჯერ არა­ფე­რი პა­სუ­ხი არ მი­ე­ცით. რას მერ­ჩით, ბა­ტო­ნო, მე რომ პა­ტი­მა­რი არ ვი­ყო, არც კი შე­გა­წუ­ხებ­დით მა­გა­ზე, მაგ­რამ მე პა­ტი­მა­რი ვარ და მგო­ნია, თქვენ უნ­და იცო­დეთ პა­ტიმ­რის ცხოვ­რე­ბა. აი, ამ უკა­ნას­კ­ნელ წე­რილს გწერთ. ან ლექ­სე­ბი გა­მო­მიგ­ზავ­ნეთ ან ფუ­ლი. მე ვუგ­დებ­დი ყურს რა­დი­ო­ში თქვენ რომ ლექსს ამ­ბობ­დით. გა­ლაკ­ტი­ონ ბი­ძია, აი, ჩე­მი უკა­ნას­კ­ნე­ლი წე­რი­ლი. მე­რე კი იძუ­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი, მივ­წე­რო მწე­რალ­თა კავ­შირს ეს ამ­ბა­ვი. მეტს არა­ფერს გწერთ. თუ არ და­ი­ბეჭ­და, მა­შინ ლექ­სე­ბი მო­მი­ტა­ნეთ.
     ვე­ლი პა­სუხს საჩ­ქა­როთ.
                                                                                                                                                                         ოთა­რი ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი
                                                                                                                                                                                                  1. I. 51.