შუალედი - დან - მდე
 
 


როსტომს


ამხ. როსტომ!

როგორც მოგეხსენებათ, წელს შესრულდა ჩემი სალიტერატურო მუშაობის 40 წელი. [ამის შესახებ] მწერალთა კავშირის პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება, ამ თარიღის შესაფერისად აღნიშნვის შესახებ. [მწერ... ჩ.].
მე მგონია, და ეს აუცილებელია, საღამო მოეწყოს სახელმწიფო ოპერის თეატრში, ორშაბათს, 29 ნოემბერს (ჩემი ამგვარი საღამოები ყოველთვის ეწყობოდა ოპერის თეატრში).
საღამოს მოაწყობს მწერალთა კავშირი. სხვა სათხოვარი თქვენთან არა მაქვს-რა.
[ეს იქნება საღამო, და...]

[1948]