შუალედი - დან - მდე
 
 


უცნობებს


პატივცემულო ამხანაგებო!

დიდად ვწუხვარ, რომ სერიოზული ავადმყოფობის გამო ვერ ვესწრები თქვენს საღამოს. [გამოჯანმრ.] შემდეგში, ალბად, ჩვენ არაერთხელ გვექნება [შემთხვევა] საშუალება ერთმანეთთან შეხვედრისა.
გთხოვთ, ეს ჩემი ბარათი წაუკითხოთ აუდიტორიას, რომლისადმი პატივისცემის გრძნობა ჩემი გულიდან არასოდეს არ ამოიფხვრება და რომ ავადმყოფობა არა, შემთხვევა მექნებოდა, დამემტკიცებინა მისთვის ეს პატივისცემა.

თქვენი გალაკტიონ ტაბიძე

თბილისი, 1948 წ.