შუალედი - დან - მდე
 
 


ბენო ჩიქობავას


პატივცემულო ბენო!

თქვენი თარგმანები მშვენიერია, თარგმანები მოცემულია ენობრივი სისწორის დაცვით, აზრის სისწორეც შეფარდებულია უფრო რთულ კულტურულ სისწორესთან (მაგ. „თასი“). ამნაირად, ზუსტი (და, სადაც საჭიროა, სიტყვისა ან ფრაზის ვარიანტის მიმატება ფრჩხილებში ჩასმით) თარგმანი აწვდის ლექსად მთარგმნელს – არა მარტო მისთვის საჭირო წარმოდგენას დედანზე – უფრო მეტს.
გთხოვთ, ამგვარადვე განაგრძოთ.

თქვენი გ. ტაბიძე

1948, 27 ივნისი

თქვენი თარგმანები კარგია. გთხოვთ, ასე განაგრძოთ. სასურველია სინონიმები ფრჩხილებში მეტი იქნეს. მანქანაზედაც კარგადაა გადაბეჭდილი თითოეულ ლექსს მიუმატეთ ტრანსკრიპცია.

თქვენი გ. ტაბიძე