შუალედი - დან - მდე
 
 


ლორია პარმენ - გალაკტიონს


     ჩვე­ნიპო­­ზი­ისსი­­მა­ყევ, ძვირ­ფა­სოგა­ლაქ­ტი­ონ!

     მი­ვი­ღე თქვე­ნი წე­რი­ლი, თქვე­ნი ლექ­სი. უკა­ნას­კ­ნე­ლი ამოვ­წე­რე და რე­დაქ­ცი­ას გა­და­ვე­ცი, წე­რი­ლი კი და­ვი­ტო­ვე, რო­გორც ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რი და გან­ძი.
     მე არ მჯე­რა და არც და­ვი­ჯე­რებ, რომ ჩვე­ნი დი­დი პო­ე­ტი, ჩვე­ნი გა­ლაქ­ტი­ო­ნი „მო­ძუ­ლე­ბუ­ლი“ იყოს, რომ თბი­ლი­სი არ წყა­ლობ­დეს მას, თბი­ლი­სი, რო­მე­ლიც ამა­ყობს თა­ვი­სი შო­თა­თი, ილი­ა­თი, აკა­კით, ვა­ჟა­თი და გა­ლაქ­ტი­ო­ნით. დი­ახ, ეს და­უ­ჯე­რე­ბე­ლია და ჩვე­ნი, აქა­უ­რი ამ­ხა­ნა­გე­ბის თხოვ­ნაა, ნურც თქვენ გჯე­რათ ამ­გ­ვა­რი რამ, ნუ და­ი­ჯე­რებთ ასეთ რას­მეს.
     ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ცალ­კე­ულ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია წყე­ნა მი­ა­ყე­ნოს ხალ­ხის საყ­ვა­რელ­სა და სა­თაყ­ვა­ნო არ­სე­ბა­საც, მაგ­რამ ხალ­ხის ხმა მუ­დამ ყო­ფი­ლა და იქ­ნე­ბა ერ­თე­უ­ლებ­ზე ძლი­ე­რი.
     ჩვენ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ჩვე­ნი მომ­ღე­რა­ლი, ჩვე­ნი პო­ე­ზი­ის მე­სა­ჭე და და­მამ­შ­ვე­ნე­ბე­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის ხმას და სურ­ვი­ლებს არ აჰ­ყ­ვე­ბა და მათ მოქ­მე­დე­ბა­სა და საქ­ცი­ელს ყუ­რადღე­ბას არ მი­აქ­ცევს.
     ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხი თვი­თონ გას­ცემს პა­სუხს ერ­თე­უ­ლებს, თვი­თონ­ვე მო­უვ­ლის და და­ი­ფა­რავს თა­ვის საყ­ვა­რელ მგო­სანს.
     ჩვენ გვიყ­ვარს გა­ლაქ­ტი­ო­ნი თა­ვი­სი „მე­რი­თა“ და „მე და ღა­მე­თი“, ჩვენ გვიყ­ვარს ის თა­ვი­სი ლი­რი­უ­ლი ლექ­სე­ბი­თა და ეპო­სით, ჩვენ გვიყ­ვარს თა­ვი­სი მედ­გა­რი სიმ­ღე­რე­ბით, თა­ვი­სი „გო­ლი­ა­თუ­რი ნა­ბი­ჯე­ბით“, თა­ვი­სი ხა­რა­ჩო­ე­ბი­თა და მრა­ვა­ლი სხვე­ბით. და ეს სიყ­ვა­რუ­ლი იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ სტი­ქი­ურ ძა­ლა­საც არ შე­უძ­ლია ჩვე­ნი გუ­ლი­დან მი­სი ამოც­ლა.
     ან­ტო­ნი ამ­ჟა­მად აქ არ არის, ორ კვი­რა­ში გვე­ყო­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ლექ­სი მა­ნამ­დეც და­ი­ბეჭ­დოს. რო­გორც კი და­ი­ბეჭ­დე­ბა, გა­მო­გიგ­ზავ­ნით.
     მი­ი­ღეთ უღ­რ­მე­სი სა­ლა­მი ჩვე­ნი ამ­ხა­ნა­გე­ბი­სა­გან.

                                                                                                                    მა­რად თქვე­ნი პა­ტი­ვის­მ­ცე­მე­ლი პარ­მენ ლო­რია
                                                                                                                                                                                  16. X. 1947 წ.