შუალედი - დან - მდე
 
 


მირდატს


ძვირფასო მირდატ!

[თქვენ იცით, რომ] ჩვენი აკადემიის [საგეგმო თუ] კადრების განყოფილებამ ამ [დღეებში] თვეში (აგვისტოში) მოსკოვიდან უნდა მიიღოს ჩვენთვის ავტომობილები [მე შეტანილი ვარ სიაში, როგორც შემატყობინეს].
[მანქანა ჩემთვის აუცილებელია].
მიმღებთა სიაში მეცა ვარ შეტანილი: მეკუთვნის მანქანა – M/2.
ეხლა რასა გთხოვთ: ვინაიდან მე ავად ვარ (თითქმის [მთელი] თვეა – სახლიდან ვერ გამოვსულვარ), დამდოთ ვალად და მიიღოთ თავის თავზე ამ საქმისათვის თვალ-ყურის დევნება, რითაც თქვენგან დიდათ დავალებული დავრჩები.

გალაკტიონ ტაბიძე

1946, 6 აგვისტო, ტფილისი