ბიბლიოთეკის თანამშრომლები - გალაკტიონს - 2
ბატონოგალაქტიონ!
თქვენი შემოქმედებისადმი მიძღვნილ საღამოს ვატარებთ კვირას, 24 იანვარს, საღამოს 8 საათზე. მომხსენებლათ მოვიწვიეთ ა. გაწერელია, რადგან გ. ქიქოძემ შექმნილი ოჯახური პირობების გამო ვერ შესძლო მოსვლა, მიუხედავათ დიდი სურვილისა, და თვითონვე გვირჩია, მიგვემართა ა. გაწერელიასათვის. გარდა მოხსენებისა წაკითხული იქნება ზოგიერთი თქვენი ლექსები მსახიობების და ახალგაზრდობის მიერ. აგრეთვე ავტორები წაიკითხავენ თქვენთვის უცნობ, თქვენდამი მოძღვნილ ლექსებს.
ჩვენ დავაბეჭდვინეთ მოსაწვევი ბარათები და უკვე 100-ზე მეტი გადავეცით ჩვენ მკითხველებს. ბარათებში აღვნიშნეთ, რომ საღამო ჩატარდება თქვენი თანდასწრებით. ამის უფლება მივეცით ჩვენ თავს, რადგან თქვენ არა ერთხელ დაგვპირდით დასწრებას.
სრული იმედიც გვაქვს, რომ ყველას მოლოდინს გაამართლებთ.
ვიდრე საღამოს ჩავატარებდეთ, თქვენი ერთი ნახვა ძალიან გვჭირდება, თუ შემოსვლას ვერ შესძლებთ, შეგვატყობინეთ, სად და როდის შეიძლება თქვენი ნახვა.
კარგი იყო აგრეთვე ავტოგრაფი ამ საღამოსათვის მაინც გვქონიყო.
ველით პასუხს.
პატივისცემით ბიბლიოთეკის თანამშრომლები
თბილისი. 20. I. 1943 წ.