აბრამია პოლიო - გალაკტიონს
ძვირფასოგალაქტიონ!
სულითა და გულით გილოცავ დაბადებიდან 50 წლისთავს. იყავი სულ კარგად, მარად მებრძოლი, ჭაბუკი – მეფე მსოფლიო პოეტებისა.
ჩემო გალაქტიონ, მძიმე ავადმყოფობის გამო მე ვერ დავესწრები შენს დღესასწაულს.. ძალიან ვწუხვარ, ძალიან... ჩემს გოგონას სათხოვარი აქვს შენთან და ვერ გაუბედნია. კავშირიდან მხოლოდ ერთი ბილეთი გამომიგზავნეს. ამით ჩემი ოჯახობა მოდის, თუ კიდევ ორ შესასვლელ ბილეთს მოახერხებ, სამაგიერო პატივისცემა ჩემზე იყოს.
შენი პოეზიის მოტრფიალე ახალგაზრდობას უარს ნუ ეტყვი...
მარად შენი პოლიო
[1942 წელი]