შუალედი - დან - მდე
 
 


გაზეთის „ქობულეთელი კოლმეურნე“ რედაქტორს


[„ქობულეთელი კოლმეურნის“ პ/გ. რედაკტორს].

დიდათ პატივცემულო ამხ. რედაკტორო!
თანახმად თქვენი მომართვისა – გიგზავნით რამდენიმე ტაეპიან ლექსს თქვენი გაზეთის[ათვის] სარგებლობისათვის. დიდ ბოდიშს კი ვიხდი, თავს ძლიერ უხერხულად ვგრძნობ, რომ ასეთი მცირე ლექსი შეგკადრეთ, მაგრამ მეტი [დრო] რომ არა მქონდა? თუ გამოგადგებათ – დაბეჭდეთ იმ სახით, იმგვარის ხელმოწერით – როგორც [აქ არის] [გეგზავნებათ] გიგზავნით. ჰონორარზე ნუ შესწუხდებით – მხოლოდ [დაბეჭდვის შემდეგ] ძალიან გთხოვთ, გამომიგზავნოთ დაბეჭდილი გაზეთის ორი ეგზემპლიარი ასეთი მისამართით: თბილისი, ჟორესის ქუჩა, სახლი №4 – გალაკტიონ ტაბიძეს. [თუ არ გამოდგეს – ნუ დაბეჭდავთ].
შემდეგისათვის [თუ საჭირო ვიქნები] მზადა ვარ, [უფრო] გემსახუროთ, რითაც კი შემეძლება.

თქვენი პატივისმცემელი გ. ტაბიძე
1941, 16 დეკემბერი, ქ. ტფილისი