შუალედი - დან - მდე
 
 


სულავა ალექსანდრე - გალაკტიონს - 2


     სა­ლა­მიგა­ლაქ­ტი­ონს!

     რო­გორც შ. აფხა­ი­ძემ გად­მომ­ცა, მას პი­რა­დად გად­მო­უ­ცია თქვენ­თ­ვის ჩე­მი წე­რი­ლი, სა­დაც 16 კითხ­ვა იყო, რო­მელ­ზე­დაც თქვენ უნ­და გე­პა­სუხ­ნათ, რო­გორც შევ­თან­ხ­მ­დით. მას შემ­დეგ, მარ­თა­ლია, ბევ­რი დრო არ გა­სუ­ლა, მაგ­რამ მე მა­ინც მო­უთ­მენ­ლად მო­ვე­ლი თქვენს ცნო­ბებს. ეს მე ძა­ლი­ან მე­სა­ჭი­რო­ე­ბა იმ წე­რი­ლი­სათ­ვის, რო­მე­ლიც მე თქვენ­ზე და­წე­რი­ლი მაქვს, მაგ­რამ მიბ­რ­კოლ­დე­ბა მი­სი გა­და­ბეჭ­დ­ვა იმის გა­მო, რომ უნ­და ჩა­ვუ­მა­ტო, რო­გორც ამას წე­რი­ლის კომ­პო­ზი­ცია მო­ითხოვს, ცნო­ბე­ბი თქვე­ნი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან.
     ერ­თხელ კი­დევ ძა­ლი­ან გთხოვ, მო­მა­წო­დოთ ეს ცნო­ბე­ბი. უკეთ, თუ ვერ მო­იც­ლით ან არ დას­წერთ, იმე­დი მაქვს, იმა­საც სას­წ­რა­ფოდ მი­პა­სუ­ხებთ.
     მო­ვე­ლი პა­სუხს.
                                                                                                                                                             პა­ტი­ვის­ცე­მით ალ. სუ­ლა­ვა

27. VII. [1940]