შუალედი - დან - მდე
 
 


ძიძიგური ლავრენტი - გალაკტიონს - 5


     ძვირ­ფა­სოგა­ლაკ­ტი­ონ!
     მი­ი­ღე გულ­თ­ბი­ლი სა­ლა­მი!
     შენ­მა მო­რიგ­მა გა­მარ­ჯ­ვე­ბამ ოცი წლით გა­მა­ა­ხალ­გაზ­რ­და­ვა...
     ამით ერ­თხელ კი­დევ და­უმ­ტ­კი­ცე შენს მშო­ბელ ქვე­ყა­ნას, რომ შე­უ­ჩე­რებ­ლად მი­ე­მარ­თე­ბი წინ, სულ წინ, პო­ე­ზი­ის უდი­დე­სი მწვერ­ვა­ლე­ბის და­საპყ­რო­ბად...
     შენს უბად­რუკ მტრებს კი (ლი­ტე­რა­ტუ­რულ ფი­ნი­ებს, на подобье „слона и моськи“) უკა­ნას­კ­ნე­ლი სა­სიკ­ვ­დი­ლო ლახ­ვა­რი ჩა­ე­ცი... სამ­წუ­ხა­როთ, იმ სა­ღა­მოს წი­ლად არ მხვდა უშუ­ა­ლოდ გან­მე­ცა­და ასე­თი სი­ხა­რუ­ლი, მივ­ლი­ნე­ბა­ში ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი...
     ეხ­ლა ერ­თი რამ: გუ­შინ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მთხო­ვა ერ­თ­მა მეც­ნი­ერ-მუ­შაკ­მა, მეთხო­ვა შენ­თ­ვის, რომ მას სურ­ვი­ლი აქვს შე­ნი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბით ისარ­გებ­ლოს, შრო­მა უნ­და დას­წე­როს შენ­ზე... გთხოვ, მაც­ნო­ბო, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს.. და რო­გორ მო­ვიქ­ცეთ? იმ ჩემს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ვას­რუ­ლებ, თუმ­ცა შეგ­ვი­ან­და, მაგ­რამ არა უშავს...
     იყა­ვი ჯან­მ­რ­თე­ლად და მუ­დამ ასე გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი..

                                                                                                                                                          მა­რად შე­ნი ლავრ. ძი­ძი­გუ­რი
                                                                                                                                                                     1940. I. 4. ლე­ნი­ნის 52